მიუხედავად პუტინის მიერ გამოცხადებული "საშობაო ზავისა", რუსებმა ზაპოროჟიეს რეგიონში გაეროს მისიას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს OVA-ს თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.
"აგრესორის მხარემ, რომელმაც პირობა დადო, რომ ცეცხლს არ გახსნიდა, ესროლა გაეროს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორეხოვში მიიტანა."- განაცხადა სტარუხმა.
5 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 9 სარაკეტო დარტყმა, 3 საჰაერო და 40 MLRS შეტევა განახორციელა. თავდასხმების სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არის მსხვერპლი.